Back to Top
პარასკევი, 14 ივნისი 2019 12:34

კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2 მლნ ლარიანი პროექტი განხორციელდება

Rate this item
(0 votes)

კარალეთის დევნილთა დასახლებიდან გამავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოებისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 970 623 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ამჟამად დევნილთა დასახლებაში არის საკანალიზაციო სისტემა მოწყობილი, ხოლო მაგისტრალზე დაშენებული საკოლმეურნეო ბაზარი და ავტოსადგური, რის გამოც არის რიგი დაზიანებები აღნიშნულ მაგისტრალზე, იტბორება მიმდებარე ტერიტორია და არის ძლიერი ანტისანიტარია.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკანალიზაციო სისტემა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში სრულად მოწესრიგდება. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2020 წლის 30 ივლისია.

Read 1303 times