შოშიაშვილი ოპოზიციას: კანონს არ ვარღვევ და ჟურნალისტებს ნუღარ მიგზავნით

ივნისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სხდომის შემდეგ, შესვენებაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ავთო შოშიაშვილმა ფრაქცია “ძლიერი გორის“ წევრი ბექა ქორჩილავა მის საქმიანობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა, რასაც მათ შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მე რომ საკრებულოს წევრი და ამასთანავე ა(ა)იპ - ში ვმუშაობ, ამით არანაირ კანონს არ ვარღვევ, დაასრულეთ ამ თემაზე საუბარი და ჟურნალისტებს ნუღარ მიგზავნით“, - განაცხადა ავთანდილ შოშიაშვილმა.

შოშიაშვილის კრიტიკას ბექა ქორჩილავამ უპასუხა, მისი თქმით პრეტენზიების შემთხვევაში ავთანდილ შოშიაშვილმა სამართლებრივად უნდა იმოქმედოს.

“ავთო შოშიაშვილი ძველბიჭურად მომვარდა, პრეტენზია ჰქონდა, რატომ ვამბობთ ჟურნალისტებთან, რომ ის საკრებულოშიც და ა(ა)იპ - შიც მუშაობს ერთდროულად, ამას მუდმივად გავიმეორებ, რადგან არაეთიკურია, როდესაც საკრებულოს წევრი რამდენიმე ადგილას მუშაობს. მოვუწოდებ ჩემს კოლეგას, ემოციებს ნუ აყვება და კანონის ფარგლებში იმოქმედოს“, - ამბობს ქორჩილავა.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, დეპუტატებმა 35 საკითხი განიხილეს.

Read 668 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი