გორის სამხატვრო სკოლა, შესაძლოა, კოლეჯად გადაკეთდეს

ივნისი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, შესაძლოა, კოლეჯად გადაკეთდეს, - ამის შესახებ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია კულტურის მინისტრის მრჩეველთან ჰქონდა.


"მნიშვნელოვანია შიდა ქართლს ჰქონდეს კოლეჯი, ამაზე დაიწყო უკვე საუბარი ბატონ გიორგი გეგეჭკორთან, რომელიც მინისტრის მრჩეველია. მასთან მქონდა კომუნიკაცია. ორი სკოლა არსებობს, რომელსაც აქვს ბაზა გახდეს კოლეჯი, ეს არის გორი და სენაკის. დიდი პროცედურებია საჭირო. ვფიქრობ, ამაში უნდა ჩაერთოს სამინისტრო და პარლამენტიც. ჩვენი მუნიციპალიტეტი მზაობას გამოთქვამს და ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროექტის განცორციელებას", - ამბობს დავით რაზმაძე

ამ დროისთვის, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობს.

Read 635 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი