ფორუმზე მოწვეული სტუმრების მასპინძლობა მერიას 6 100 ლარი დაუჯდა

მარტი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
მერიამ საერთაშორისო ფორუმზე მოწვეული სტუმრების მასპინძლობისთვის 6 100 ლარი დახარჯა, - ეს ინფორმაცია რადიო „მოზაიკამ“ გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო.
 
ოფიციალური ინფორმაციით, ფორუმის მიზანი ფონდების მოძიების სტრატეგიის შემუშავება იყო. მოწვეული სტუმრების გასამასპინძლებლად, მერიამ მომსახურების ხელშეკრულება ი/მ ხათუნა გოცაძეს გაუფორმა. ოთხდღიანი ფორუმი გასულ წელს 18 დან 21 მაისას ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიებაში 5 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
 
შეგახსენებთ, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, საერთაშოირო ფორუმი 2017 წელს ორჯერ მოეწყო. პირველი ფორუმი, რომლის თემა ,,ინოვაციები მუნიციპალიტეტის მართვაში“ იყო, გასული წლის თებერვალში გაიმართა.
Read 824 times Last modified on Last modified on მარტი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი