Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 15 ივნისი 2019 13:37

გორის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლები დასუფთავების აქციაში მონაწილეობენ

Rate this item
(0 votes)

"ჩვენი გარემოსათვის"-ასე ჰქვია CEEN-ის მიერ ორგანიზებულ დასუფთავების კამპანიას, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, მხარის გუბერნატორიც შეუერთდა.

ორგანიზატორთა განმარტებით, აქცია მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დასუფთავების აქცია ამჯერად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში მიმდინარეობს.

"ამ ტერიტორიას ყოველწლიურად დავასუფთავებთ და ვიზრუნებთ მის სისუფთავეზე. აქვე დაიდგმება უკვე დამზადებული ბანერი, რომელზეც აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიაზე ზრუნავს EECMD. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია შუაგულ სოფელშია და წარმოადგენს ერთგვარ ჭალას მტკვრის ნაკადულებით, სადაც მომავალში შესაძლებელია მშვენიერი რეკრეაციული ზონის მოწყობა და შესაბამისი ადვოკატირების კამპანიისთვისაც იდეალური მასალაა, რაც ერთად შეგვიძლია დავგეგმოთ." - აღნიშნავენ დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლები.


აქციის პარტალელურად, მისმა მონაწილეებმა მხარის გუბერნატორთან ერთად იმსჯელეს, თუ როგორაა შესაძლებელი ტურისტული თვალსაზრისით აღნიშნული ტერიტორიის ათვისება.

Read 887 times Last modified on შაბათი, 15 ივნისი 2019 21:09