გორში, "რეგიონ ფეშენ ვიქზე" ბერლინის "ფეშენ ჰოლის" დამფუძნებელი ჩამოვა

ივნისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ივლისში, გორში ბერლინის "ფეშენ ჰოლის" დამფუძნებელი ჩამოდის, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სოსო კავკავაშვილმა მიაწოდა. ის "Region Fashion Week 2019"-ის ორგანიზატორია.

"2019 წლის 20, 21 და 22 ივლის გორის მერიის ოფიციალური პატრონაჟით საქართველო საერთაშორისო მოდის კვირეულს Region Fashion Week 2019 - ს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში გაიმართება დიზაინერებების ჩვენებები, შოუ რუმები და ვორქშოფები. ასევე მოეწყობა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ქვეყანათშორის კულტურული ურთიერთობები ფარგლებში", - გვითხრა კავკავაშვილმა. 

ერთ-ერთ ღონისძიებას  ბერლინის "ფეშენ ჰოლის" დირექტორი წარუძღვება. რუსა მაკოვსკი დიზაინერებისთვის კონფერენციას ჩაატარებს. 

ორგანიზატორის თქმით, კვირეულს დაესწრებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოდის სფეროს წარმომადგენლები.

"მათ შორის ბერლინის "ფეშენ ჰოლის" დამფუძნებელი რუსა მაკოვსკი, ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალისტები, მოდის ბლოგერები და კრიტიკოსები. სამი დღის განმავლობაში, ისინი გააშუქებენ ფეშენვიკში გამომსვლელ ყველა დიზაინერს", - განმარტა ორგანიზატორმა. 

Region Fashion Week-ში მონაწილე დიზაინერებს კვირეულის დახურვის დროს გადაეცემათ დიპლომები.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი მსოფლიოს 30 მდე ქვეყანაში იმართება. 

Read 262 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი