გორის მერმა თანამშრომლები 74 ათასი ლარით წაახალისა
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, გორის მერის ბრძანებით, მერიის ყველა თანამშრომელმა ფულადი ჯილდო მიიღო, რაც თანამდებობრივი სარგოს 30%-ს შეადგენდა.
ჯამში, მერიის თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით, 74 043 ლარი გაიცა. მათ შორის, მერიის ხელმძღვანელობისთვის - 2550 ლარი; მერიის თანამშრომლებისთვის - 68 150 ლარი; შტატგარეშე თანამშრომლებისთვის - 3343 ლარი.
საჯარო სამსახურებში ფულადი ჯილდო გაიცემა თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ასევე ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მათ მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა