დროა, გზა ახალგაზრდებს დავუთმოთ - ქვეშის სკოლა საპენსიო ასაკის პედაგოგმა დატოვა

ივნისი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
,;დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმოთ" - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის პედაგოგმა, დალი გენგიურმა სამინისტროს შეთავაზება მიიღო და სამსახურის დატოვება გადაწყვიტა.
პედაგოგს სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გაცილების ღონისძიება მოუწყეს.
" ეს იყო ამაღელვებელი, სასიამოვნო და ამავდროულად, სევდანარევი დღე. დიდი მადლობა ქალბატონ დალის, კოლეგებისა და მოსწავლეების სახელით. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წლების სიმრავლეს", - აცხადებენ სკოლის დირექციაში.
ინფორმაციისთვის, იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა.პედაგოგებს ამ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
Read 730 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი