გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, საბჭოს ფუნქციონირება საჯარო სკოლებში ნიშვნელოვანია.
"სამეურვეო საბჭო არის სკოლის მმართველო ორგანო, საბჭომ უნდა აირჩიოს და დაამტკიცოს სკოლის დირექტორი, რომელიც სამინისტროს მიერ არის წარდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სკოლებში ამ ორგანოს ", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა
სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან.
სამეურვეო საბჭოს არჩევნები დილის 10 საათიდან 16 საათამდე გაგრძელდება.