Back to Top
ორშაბათი, 17 ივნისი 2019 12:23

"13 მიზეზი" და სუიციდი თინეიჯერებში - ნიქოზის საჯარო სკოლაში სერიალის განხილვა მოეწყო

Rate this item
(0 votes)
რა იწვევს თინეიჯერებში სუიციდს? - ამ საკითხის გარშემო ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში დისკუსია მოეწყო.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ჯეი აშერის წიგნი ''13 მიზეზი'' და უყურეს ამავე წიგნის მიხედვით შექმნილ სერიალს, რომელიც თინეიჯერი გოგოს სუიციდის მიზეზებს ეხება.
წიგნის წაკითხვის და სერიალის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა სამი მიმართულებით იმუშავეს:
- პერსონაჟი რომელიც მგავს;
- პერსონაჟი, რომელიც მომეწონა;
- პერსონაჟი, რომელსაც შეეძლო ჰანას თვითმკვლელობის შეჩერება.
აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გამართეს.
მათი პრეზენტაციების შემდეგ, ქართულ ენაზე წარიმართა დისკუსია.
ღონისძიების მიზანი იყო, აღნიშნულ სერიალსა და წიგნზე დაყრდნობით, ახალგაზრდებს ემსჯელათ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთზე და როგორ არის შესაძლებელი მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება.
Read 707 times