გორის მერიამ 6 თვეში სკვერებისა და გაზონების მოწყობისთვის 105 100 ლარი დახარჯა

ივნისი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 6 თვეში ქალაქში არსებული სკვერების, გაზონების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 105 100 ლარი დახარჯა.
ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის მერიიდან აცნობეს.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 6 თვეში კეთილმოწყობის ღონისძიებებში გორში სულ 1 954 240 ლარი დაიხარჯა.
ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე გორში სკვერებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ სკვერებში სკამების გამოცვლა მიმდინარებს, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევნებსაც.
Read 518 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი