გორში, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ასაშენებლად მე-4 ტენდერი გამოცხადდა

ივნისი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რკინიგზის სადგურის დასახლებაში მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

 სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1`101`562 ლარია გათვალისწინებული.

წინადადებების მიღება 5 ივლისს მთავრდება. აღნიშნული საბავშო ბაღის ასაშენებლად ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა.

სადგურის ბაღი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩავარდა. პირველად გამოცხადებული ტენდერის შემდეგ სამუშაოები მალევე შეწყდა, რადგან გორის მერიამ გამარჯვებულ კომპანიას არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო ხელშეკრულება გაუუქმა. მეორედ და მესამედ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.

Read 441 times Last modified on Last modified on ივნისი 18 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი