12 მლნ ლარი ოთხი ა(ა)იპ - ისათვის

მარტი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მერია ახლად ჩამოყალიბებული ა(ა)იპ - ების დასაფინანსებლად 12 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს -ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდა.

დოკუმენტის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის მერიის შერწყმის მერე ოთხი ახალი გაერთიანება წარმოიშვა.

ყველაზე დიდი დაფინანსება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ერგო. 2018 წელს აღნიშნულ სააგენტოს 5მლიონ 800 ათასი ლარით დააფინანსებენ.

კეთილმოწყობის სააგენტო 2 მლნ 386 500 ლარს, ხოლო კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 2 მლნ 171 100 ლარს მიიღებს.

სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო კი სხვადასხვა პროექტებისათვის 1 მლნ 712 ათას ლარს დახარჯავს.

Read 1843 times Last modified on Last modified on მარტი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი