ძევერასა და ზერტში წყალმომარაგების პროექტის შესადგენად 25 ათასი ლარი დაიხარჯება

ივნისი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძევერასა და ზერტში - გარკვეული უბნის წყალმომარაგების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენის მომსახურების შესყიდვისთვის, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება ჯამში 25 423 ლარს შეადგენს.
გორის რაიონის სოფელ ზერტში, პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს დაახლოებით 80 ოჯახზე შიდაგამანაწილებელი ქსელი, ახალი ლითონის სადაწნევი კოშკი, ასევე უნდა დამონტაჟდეს ინდივიდუალურად წყლის მრიცხველები და მოეწყოს ერთი ახალი ჭაბურღილი და საქლორატორო.
რაც შეეხება ძევერას, აქ პროექტის ფარგლებში შიდაგამანაწილებელი ქსელი უნდა მოეწყოს დაახლოებით 480 ოჯახზე . ასევე, უნდა ამოიწმინდოს 2 არსებული ჭაბურღილი და საქლორატორო.
აღნიშნული სამუშაოები საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ განხორციელდება.

 

 
Read 260 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი