Back to Top
სამშაბათი, 06 მარტი 2018 17:28

გორის მერიამ ვახშმებისათვის 15 ათასი ლარი დახარჯა

Rate this item
(0 votes)

2017 წელს მერიამ საქმიანი ვახშმებისთვის 15 ათას ლარზე მეტი დახარჯა - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიაწოდა.

დოკუმენტის თანახმად , ვახშმებისათვის ყველაზე დიდი თანხა მაისსა და ივნისში დაიხარჯა. მაისში სტუმრების გამასპინძლება გორის მერიას 6490 ლარი დაუჯდა.

ივნისში კი საქმიანი ვახშმებისათვის გორის მერიამ 4759 ლარი გამოყო. ხელშეკრულების მიხედვით, სტუმრების გამასპინძლება სამ ი/მ დაევალა.  4759 ლარი  ასე გადანაწილდა:

ი/მ რუსუდან ბულაშვილი - 3607 ლარი

ი/მ ანზორ ბერაძე - 1027 ლარი

ი/მ გიორგი კიკნაძე - 125 ლარი

Read 1697 times Last modified on სამშაბათი, 06 მარტი 2018 17:36