გორის ყოფილი ბაზრის მფლობელთან გუბერნატორი შეხვედრას აპირებს

ივნისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, აპირებს შეხვდეს გორის ყოფილი აგრარული ბაზრის მფლობელს, რათა მიიღოს ინფორმაცია, თუ რას უპირებს მფლობელი ტერიტორიას.

"ნამდვილად მისახედია ტერიტორია. მე მქონდა მცდელობა შევხვედროდი მის მფლობელს, რომელიც ერთი დღით იყო საქართველოში ჩამოსული. მაშინ ვერ მოვახერხე, თუმცა როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში უნდა ჩამოვიდეს და აუცილებლად შევხვდები, რათა გავიგო, რას აპირებს ამ ტერიტორიასთან დაკავშრებით.

არაა გამორიცხული, იყოს კომუნიკაციის პრობლემა, თუმცა, ტერიტორია მისახედია და ჩვენ უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები", - განაცხადა გუბერნატორმა.

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გორის დემოკრატიის სკოლაში საზოგადოებას მისი მუშაობის ანგარიშს აცნობს.

Read 560 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი