სასამართლომ ალკოტესტის შედეგი ბათილად სცნო - მოქალაქემ გორის პატრულს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, დავით პაპუაშვილმა დააკმაყოფილა მოქალაქე მ.კ-ს სარჩელი, რომელსაც გორელმა პატრულ-ინსპექტორებმა სიმთვრალე დაუდგინეს, თუმცა თბილისის ექსპერტიზის ბიურომ ეს არ დაადასტურა.
"მოქალაქე მ.კ მიმდინარე წლის 5 ივნისს დილის 6:50 წუთზე გააჩერა პატრულმა და შეამოწმა ალკოჰოლზე. ტესტმა 0,493 პრომილე აჩვენა, რაც სიმთვრალედ ითვლება", - განაცხადა შესავალ სიტყვაში მოსამართლე პაპუაშვილმა.
მ.კ-მ 2 საათის და 2 წუთის შემდეგ, თბილისის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვით, მის სისხლში 0.02 პრომილე ალკოჰოლი ფიქსირდბოდა, რაც კანონის მიხედვით, სიმთვრალედ არ ითვლება, თუმცა ჩამორთმეული მართვის მოწმობა მას უკან არ დაუბრუნდა, 2 წუთის დაგვიანების გამო.
"კანონის მიხედვით, მოქალაქეს შეუძლია 2 საათის შემდეგ წარადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, თუ კი ის არ ეთანხმება პატრულის მიერ ჩატარებულ ალკოტესტს, ამ შემთხვევაში მ.კ-მ დაიგვიანა", - აცხადებდა მოპასუხე მხარე, ომარ ხუციშვილი.
მ.კ-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლექსო მერებაშვილი იცავდა. მისი თქმით, ალკოტესტი არ იყო სანდო, რადგან ასეთ განსხვავებულ შედეგს ექსპერტიზის ბიურო ვერ დადებდა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 25 წელია საწესთან ზის. მას წარსულში მსგავსი ტიპის დარღვევები არ უფიქსირდება. მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, მისი ოჯახი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩება", - აცხადებდა სასამართლო პროცესზე ლექსო მერებაშვილი.
მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ადვოკატის არგუმენტები მისაღებად მიიჩნია და მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა. მ.კ-ს ჩამორთმეული მართვის მოწმობა უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

 

 
Read 765 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი