"პუტინი და მისი დამქაშები მიუღებელია" - რაზმაძე გავრილოვის ვიზიტზე

ივნისი 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"პუტინი და მისი დამქაშები ჩემთვის საერთოდ მიუღებელია" - ასე ეხმაურება გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტს.

"რუსეთის დეპუტატის კი არა, ზოგადად მიუღებელია, რომ ვინმემ დაიკავოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი, არ აქვს მნიშვნელობა კეთილადაა განწყობლი თუ ბოროტად", - განაცხადა დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან დეპუტატებს რუსულად მიმართავს.

Read 520 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი