Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 16:58

გორისა და ატენის მიტროპოლიტი რუსი დეპუტატის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება 

Rate this item
(0 votes)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ამბობს, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა არასწორია. ის ფიქრობს, რომ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სხდომა არ უნდა მიჰყავდეს. 

"უპირველესად მსურს აღვნიშნო, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვა დიდი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო სახისათვის, რადგანაც მასში მონაწილეობენ სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების პარლამენტთა მართლმადიდებელი წევრები. გუშინ, ასამბლეის სხდომის გახსნაზე მოვისმინეთ ბ-ნ ირაკლი კობახიძის წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ოკუპაციის საკითხი. ვიცით რა საქართველოს პარლამენტის წევრების და ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი, მიმაჩნია, მიუხედვად იმისა, რომ ასამბლეაზე დაყენებული თემა, მართლმადიდებელთა ერთიანი ხმის არსებობა, ჩვენი ქვეყნისა და ადამიანებისათვის ყველა საჭირბოროტო საკითხზე დიალოგის გამართვა ძალზედ მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრისაგან სხდომის წაყვანა, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არის არასწორი", - წერს სოციალურ ქსელში მეუფე ანდრია. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა ჩატარდა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან დეპუტატებს რუსულად მიმართავდა.

Read 3297 times Last modified on ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 17:07