გოგინაშვილი: პოლიციამ აქციის დაშლისას პროპორციული ძალა გამოიყენა

ივნისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მიშა გოგინაშვილის განცხადებით, პოლიციამ აქციის დაშლისას პროპორციული ძალა გამოიყენა.

გოგინაშვილს მიაჩნია, რომ პოლიციელები, აქციის მიმდინარეობისას თავს იცავდნენ.

"რაც ვნახე მე, პროპორციული ძალა გამოიყენა. სამი  საათის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის  მხარდამჭერები შტურმით აპირებდნენ პარლამენტის შენობის აღებას.  ასევე ყველამ ვნახეთ, რომ იტაცებდნენ რიგებიდან პოლიციელებს. პოლიციელები თავს იცავდნენ უბრალოდ, ამიტომ იძულებული გახდნენ დაეშალათ ეგზალტირებული მასა.

პოლიცია რეზინის ტყვიებს გამოიყენებდა, აბა, სხვა საშუალება მათ არა აქვთ", - განაცხადა მიშა გოგინაშვილმა.

Read 453 times Last modified on Last modified on ივნისი 21 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი