გორელმა პოლიციელებმა დაზარალებული ჟურნალისტების მხარდამჭერი პოსტერები ნაგავში ჩაყარეს

ივნისი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნუ გვესვრი!", - ამ სლოგანით გორელმა ჟურნალისტებმა, გუშინ თბილისში აქციის დაშლისას დაზარალებული კოლეგების მხარდამჭერი აქცია გამართეს.

გორში მოქმედი სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების გამოძიება მოითხოვეს.

"ნუ გვესვრი!", "ნუ გვაბრმავებ!", - ეწერათ ჟურნალისტებს ტრანსპარენტებზე. ერთ-ერთ პოსტერზე კი იმ ჟურნალისტების სახელები და გვარებიც ეწერა, რომლებმაც გუშინ, აქციის დარბევისას, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

აქციის დასასრულს, გორელმა ჟურნალისტებმა კოლეგების მხარდამჭერი პოსტერები სამხარეო პოლიციის შენობაში შეიტანეს, თუმცა პოლიციელებმა ისინი აკრიფეს და ნაგავში ჩაყარეს.

''გუშინ მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს. სწორედ ამ უწყებამ უნდა გამოიძიოს მომხდარი და დასაჯოს ის პირები, ვინც მედიის წარმოამდგენლებს მიზანმიმართულად ესროდა და პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალებას არ აძლევდა. პრინციპული მნიშვნელობისაა ამ ამბის გამოძიება, რათა ჟურნალისტებს მუშაობისას უსაფრთხოების განცდა ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ დავტოვეთ ეს პოსტერები პოლიციის შენობაში, თუმცა პოლიციელებმა ისინი მაშინვე ნაგვის ურნაში მოისროლეს", - ამბობს გიორგი დვალიშვილი, რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი.

Read 508 times Last modified on Last modified on ივნისი 21 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი