Back to Top
შაბათი, 22 ივნისი 2019 12:51

გორელი ძიუდოისტები მინსკში ხვალ იასპარეზებენ

Rate this item
(0 votes)

21-დან 30 ივნისის ჩათვლით მინსკი 2019 წლის ევროპულ თამაშებს მასპინძლობს.

დღეს, 22 ივნისს, ევროპულ თამაშებზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) შეეცდებიან ჩვენი ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას. ძიუდოში საქართველოს ღირსებას 23 და 24 ივნისს შემდეგი სპორტსმენები დაიცავენ:

  • ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)
  • ლუკა მაისურაძე (81 კგ.)
  • ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.)
  • ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.)
  • გურამ თუშიშვილი (100+ კგ.)

მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი. დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათიდან დაიწყება.

Read 368 times