ცხინვალის ტბაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო
ცხინვალის ტბაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო.
ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.
დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, თვითმხილველებმა ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურს შემთხვევის შესახებ აცნობეს და ე.წ. მაშველებიც მალევე მივიდნენ. ასევე ადგილზე მივიდა სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
ცხინვალის საავადმყოფოს წარმომადგენლების განცხადებით, მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს.