Back to Top
ორშაბათი, 24 ივნისი 2019 11:05

გორელმა გიორგი შეშაბერიძემ აქციის მონაწილეებს თავის დამზადებული ტკბილეული დაურიგა

Rate this item
(0 votes)

გორელმა 11 წლის გიორგი შეშაბერიძემ, თბილისსში აქციის მონაწილეებს, საკუთარი ხელით დამზადებული “მამალოები“ დაურიგა.

გიორგი , გორის მე-10 სკოლაში სწავლობს და უკვე ერთი წელია საკუთარი ხელით დამზადებულ ტკბილეულს “დორა“ ყიდის.

გიორგი რუსულ ოკუპაციას საკუთარი ტკბილეულით გამოეხმაურა და შეფუთვაზე “რუსეთი ოკუპანტია“ და “stop Russia” დააწერა.

გიორგისა და მისი ტკბილეულის შესახებ, რადიო “მოზაიკამ“ ადრეც დაწერა. მაშინ გიორგიმ გვითხრა, რომ “მამალოების“ დამზადება სარდაფში ნაპოვნი ტკბილეულის ყალიბმა შთააგონა.

ამავე თემაზე: 11 წლის გიორგი შეშაბერიძისმამალოები“ და სამომავლო გეგმები

Read 2193 times Last modified on ორშაბათი, 24 ივნისი 2019 11:09