გორელმა გიორგი შეშაბერიძემ აქციის მონაწილეებს თავის დამზადებული ტკბილეული დაურიგა
გორელმა 11 წლის გიორგი შეშაბერიძემ, თბილისსში აქციის მონაწილეებს, საკუთარი ხელით დამზადებული “მამალოები“ დაურიგა.
გიორგი , გორის მე-10 სკოლაში სწავლობს და უკვე ერთი წელია საკუთარი ხელით დამზადებულ ტკბილეულს “დორა“ ყიდის.
გიორგი რუსულ ოკუპაციას საკუთარი ტკბილეულით გამოეხმაურა და შეფუთვაზე “რუსეთი ოკუპანტია“ და “stop Russia” დააწერა.
გიორგისა და მისი ტკბილეულის შესახებ, რადიო “მოზაიკამ“ ადრეც დაწერა. მაშინ გიორგიმ გვითხრა, რომ “მამალოების“ დამზადება სარდაფში ნაპოვნი ტკბილეულის ყალიბმა შთააგონა.
ამავე თემაზე: 11 წლის გიორგი შეშაბერიძის “მამალოები“ და სამომავლო გეგმები