mukilurji640X90

ფილმის ჩვენება გორში - ლგბტ თემზე საუბარს ცხარე კამათი მოჰყვა

მარტი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ფილმი "ქალები საქართველოდან" აჩვენეს. ღონისძიება პროფესიულ კოლეჯში "განთიადი" მოეწყო. მას კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის მიწვევით, თამარ სოსიაშვილი უძღვებოდა. 

"შერეული ჯგუფი იყო. 18-დან 40 წლამდე ადამიანები იყვნენ. ღონისძიების თემა იყო გენდერი, გენდერული როლები და თანმდევი სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში. როგორც თქვეს, ფილმი მოეწონათ", - ამბობს თამარ სოსიაშვილი. 

"ქალები საქართველოდან" მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ის ამავე სახელწოდების პლატფორმაზე გამოქვეყებული რამდენიმე ქალის ისტორიის ვიდეო ვერსიების კრებულს წარმოადგენს. 

tamari

"ეს ფილმი სპეციალურად შევარჩიე, რადგან ამ ფილმში ქალები ჰყვებიან საკუთარი გამოწვევების, ბრძოლების, მიღწევების და წარუმატებლობების შესახებ. მათი გამოცდილება კარგად გვიჩვენებს, თუ რამდენი ბარიერის გადალახვა უწევთ ქალებს ცხოვრებაში", - გვიხსნის თამარი.  

ფილმში საკუთარ ისტორიას სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ქალები ჰყვებიან. დამსწრე საზოგადოებამ სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზეც ისაუბრა. 

"ვისაუბრეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებებზე, მარტოხელა დედებზე. ცხარე კამათი მოჰყვა ლგბტ ადამიანების უფლებებზე საუბარს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ ყველაზე დიდი აგრესიაა საზოგადოებაში."

თამარ სოსიაშვილის თქმით, მორიგი ღონისძიებების თემა ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები იქნება. 

Read 1038 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი