გორის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის 12 საბანკო ანგარიში, უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე
ააიპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს" ახალმა ხელმძღვანელმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა.
ლაშა ხმალაძე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა არცერთის სახელზე არანაირი უძრავი და მოძრავი ქონება არაა რეგისტრირებული.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გასული წლის მონაცემებს მოიცავს, სააგენტოს ხელმძღვანელი არც სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობს და არც რაიმე საჩუქარი მიუღია, რომლის ღირებულებაც 500 ლარს სცდება.
ერთადერთი გრაფა, რაც მის დეკლარაციაშია შევსებული პირადი მონაცემების შემდეგ საბანკო ანგარიშებია, რომლის მთლიანი რაოდენობა 19-ია. მათ შორის, სახელფასო, მიმდინარე და ანაბარია. აქედან 12 საბანკო ანგარიში ლაშა ხმალაძეს ეკუთვნის, დანარჩენი 7 კი მის მეუღლეს.
ლაშა ხმალაძემ აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დაიკავა. ამ პოზიციაზე მან მარტა ბიბილაშვილი შეცვალა.
ამავე თემაზე: გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა