გორში, ღამბარაულის ქუჩაზე ტრენაჟორების მოსაწყობად, მერიამ ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა

ივნისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორში, კვერნაკის დასახლებაში, ღამბარაულის ქუჩაზე არსებულ სკვერში, ფიტნესის ტრენაჟორების მოსაწყობად გორის მერიამ ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა.
პირველად ტენდერი 23 მაისს გამოცხადდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შპს "ჯითი კაპიტალი" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, მერიამ დისკვალიფიკაცია მისცა.
როგორც სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში არ აქვს მითითებული საქონლის მარკა/მოდელი. სწორედ ეს გახდა კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 19 988 ლარია.
წინადადებების მიღება ახალ ტენდერზე, 28 ივნისს 14:00 საათზე დასრულდება.
Read 502 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი