დევნილი ბავშვებისთვის, ივლისში ბანაკი ქობულეთში აღარ მოეწყობა - ტენდერი ჩავარდა

ივნისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქობულეთში დევნილთა საზაფხულო ბანაკი ივლისის თვეში ვეღარ შედგება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეT-ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, ის ტენდერია, რომელიც საჯარო სკოლების VIII-IX-X-XI კლასების დევნილი მოსწავლეთათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის სანაპიროზე ან დაბა ურეკში. კურორტზე სასტუმროს მომსახურებას გულისხმობდა.

ადმინისტრაციის ცნობით, გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესაბამისად 200-მდე დევნილის განსათავსებლად ობიექტის მოძებნა ვერ მოხერხდა.

საზაფხულო ბანაკისთვის ადმინისტრაცია 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავდა. ჯერჯერობით უცნობია, გამოაცხადებს თუ არა სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია იგივე მიმართულებით ხელახალ ტენდერს.

"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება მიზნად ისახავდა ივლისის თვეში ქობულეთის საზაფხულო ბანაკში 200 დევნილი მოსწავლის დასვენებას. აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად, აუცილებელი იყო ელექტრონული ტენდერის ჩატარება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩაიშალა", - წერია სამხრეT-ოსეთის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Read 187 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი