ციხელაშვილი: მავთულხლართების იზოლაციაში მყოფი ადამიანების მდგომარეობა მძიმეა

ივნისი 24 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს ახალ მუდმივ კოორდინატორთან საბინე მახლისთან გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე.

„დღეს ახალ წარმომადგენელთან დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენს საქმიანობაზე, სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და იმ გეგმებზე, რომლებიც ერთად უნდა განვახორციელოთ. მოხარული ვარ, რომ გაეროს სრული ღიაობა და მზაობა აქვს იმისათვის, რომ თანამშრომლობა არა მხოლოდ გაგრძელდეს, არამედ გააქტიურდეს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, რომ ფაქტობრივად მავთულხლართების იზოლაციაში მყოფ ადამიანებს მდგომარეობა გავუუმჯობესოთ და რაც მთავარია, სამშვიდობო პროცესს გარკვეული დინამიკა შევძინოთ. ახალი სამშვიდობო ინიციატივების ფონზე უკვე ძალიან ბევრი იმედისმომცემი ნიშანია. გაზრდილია მოთხოვნა ადამიანურ კონტაქტებზე, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობაზე. ჩვენი ამოცანაა ამ გაზრდილ ინტერესს ვუპასუხოთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 249 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი