Back to Top
სამშაბათი, 25 ივნისი 2019 13:29

"რუსეთი ოკუპანტია" - გორში ამ შინაარსის ნახატი წაშალეს

Rate this item
(0 votes)

ადამიანი თვალის გარეშე და გულზე შემოხვეული მავთულხლართით - ამ შინაარსის ნახატი, რომელიც გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის კედელზე იყო შესრულებული, დღეს აღარ არსებობს. 

ავტორი ახალგაზრდა მხატვარი სალომე თინიკაშვილია. ის ამბობს, რომ ნახატის ბოლომდე დასრულების საშუალება იმ პირებმა არ მისცეს, რომლებიც სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელები იყვნენ.

"გადავწყვიტე სოლიდარობა გამომეცხადებინა საქართველოსთვისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს იბრძვის გარკვეული მიზნებისთვის. ჩემი ერთადერთი იარაღი ფუნჯი და სიტყვაა,ამიტომ გადავწყვიტე ისევ დამეხატა ანტისაოკუპაციო ნახატი. სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც ადრე დავხატე და წამიშალეს. გაანალიზებული მქონდა, რომ კანონს ვარღვევდი, მაგრამ მაინც ღიად გამოვედი და ხატვა დავიწყე.

ნახატზე იყო პიროვნება, რომელსაც თვალი არ ჰქონდა, გულზე კი მავთულხლართი უნდა ჰქონოდა შემოხვეული. ზევით კი წარწერა ეწერა "რუსეთი ოკუპანტია".

სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მოვიდნენ ხატვის პროცესში და მითხრეს, რომ ჩემნთისვე იქნებოდა უკეთესი, თუ ხატვას შევწყვეტდი. თითქმის დასრულებული მქონდა ნახატი მაგ დროისთვის.

დილით გამოვედი და ვნახე, რომ ნახატი გადაღებილი იყო, თუმცა ვინ წაშალა, უცნობია." - აცხადებს სალომე თინიკაშვილი

Read 649 times Last modified on სამშაბათი, 25 ივნისი 2019 13:48