ერგნეთში რუსმა, ოსმა და ქართველმა წარმომადგენლებმა დაკარგულ ადამიანებზე იმსჯელეს

ივნისი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერგნეთში საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რიგით მე-14 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის გარკვევა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით 2010 წელს შეიქმნა. მის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, რათა დაისახოს შემდგომი ნაბიჯები 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრის გასარკვევად.

"მონაწილეთა ჩართულობას მექანიზმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებმა პასუხი მიიღონ თავიანთი ახლობლების შესახებ," - აღნიშნა ნიკოლა ფლერმა, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წჯსკ-ს ოპერაციების კოორდინატორმა, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს, თუ რა გაკეთდა 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრის შემდეგ. ასევე ყურადღება დაეთმო ინფორმაციის მოძიებას სავარაუდო სამარხების შესახებ.

"საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა. შესაბამისად, გადადგმული ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ ყველა თანხმდება გაუჩინარებული ადამიანების მოძიების აუცილებლობის თაობაზე", - განაცხადა ნიკოლას ფლერმა.

ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს.

Read 846 times Last modified on Last modified on ივნისი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი