54 300 ლარი ერთ წელში გორის სასამართლოდან - რა ქონებას ფლობს ნინო შარაძე

ივნისი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო შარაძე ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს, რომელიც გასული წლის პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან, 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნული თანამდებობიდან მისი შემოსავალი 54300 ლარით განისაზღვრა. მის სახელზე უძრავი ქონებაცაა რეგისტრირებული, კერძოდ, თბილისში ის ბინის მფლობელია, რომელიც 2016 წელს 48 498 დოლარად შეიძინა, გარდა ამისა ოზურგეთში ავტოფარეხის მესაკუთრეა, რომელიც 2017 წელს ჩუქების შედეგად გადაიფორმა. ასევე ჩუქებით ფიქსირდება მის სახელზე ავეჯი (საძინებელი), რომელიც მის სახელზე 1997 წლიდან ფიქსირდება.

პარალელურად, ნინო შარაძეს იპოთეკური სამომხმარებლო სესხი უფიქსირდება, რომელთა დაფარვის მიზნით მისმა გასავალმა 2018 წელს 10 209 ლარი და 2112 ლარი შეადგინა.

Read 338 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი