ივანე მაჩაბლის გაუჩინარებიდან 121-ე წლისთავს ღონისძიებებით აღნიშნავენ

ივნისი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

25-26 ივნისს, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის გაუჩინარებიდან 121-ე წლისთავი შესრულდა.ამ თარიღთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ივანე მაჩაბლის მუზეუმთან ერთად ორი დღის განმავლობაში აქტივობებს აწყობს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 ივნისს ადმინისტრაციის ჰოლში ივანე მაჩაბლის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნება.

26 ივნისს კი ივანე მაჩაბლის მუზეუმი, ცხინვალის თეატრი და საზოგადოების წარმომადგენლები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მოინახულებენ მთაწმინდის პანთეონში ივანე მაჩაბლის სიმბოლურ საფლავს და ყვავილებით შეამკობენ.

მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი ივანე მაჩაბელი 1854 წლის 28 იანვარს სოფელ თამარაშენში, ძველი ფეოდალის ოჯახში დაიბადა.

დღემდე ბურუსითაა მოცული მაჩაბლის გაუჩინარების საკითხი, არავინ იცის რა მოხდა 1898 წლის 26 ივნისის გამთენიისას ივანე მაჩაბლის სახლში, თუმცა ფაქტია, ამ დღის შემდეგ მაჩაბელი აღარავის უნახავს. 
წინა დღეს მის სახლში განვითარებული ამბები კი ტრაგიკული დასასრულის საფუძველს არ იძლეოდა: 25 ივნისს ცოლ-ქმარს სტუმრად აკაკი წერეთელი ეწვიათ. სტუმარ-მასპინძელმა ისადილეს, იმხიარულეს და ნარდის თამაშით გაერთვნენ. 10 საათისთვის ყველა დასაძინებლად გაემართა. დილით კი საქართველომ თავზარდამცემი ამბავი შეიტყო - ვანო მაჩაბელი საკუთარი სახლიდან უგზო-უკვლოდ გაქრა.

ივანე მაჩაბლის სასახლე XIX ს-ის მეორე ნახევარში მისმა ძმამ შენობა სოფელ თამარაშენის აღმოსავლეთ განაპირას, ე.წ. „ჭალისუბანში“ მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე ააგო, თუმცა 2008 წელს ომის შედეგად ძეგლი ფაქტიურად განადგურადა. რეგიონში ძეგლთა მონიტორინგის ჯგუფების შეუღწევლობის გამო სასახლის მდგომარეობის შესწავლა დღემდე შეუძლებელია.

Read 241 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი