Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019 11:59

ახალდაბის საბავშვო ბაღმა სეს-ის სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის სკოლამდელ დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 10 დღით შეჩერებულია, - ამის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შემდეგ, აუცილებელი გახდა გარკვეული სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები მისცა სკოლამდელ დაწესებულებებს. შესაბამისი სტანდარდების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლამდელ დაწესებულებაში, მათ შორის არის ახალდაბაც", - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღისთვის, 35 285 ლარი დაიხარჯება.
Read 559 times