გორის კულტურის ცენტრში წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

ივნისი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის კულტურის ცენტრში წარმატებულო მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. 10 თვის განმავლობაში გამოჩენილი აქტიურობის გამო, მოსწავლეებს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელის, დიმიტრი გოგიაშვილის თქმით, ღონისძიება გორის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის, თენგიზ ხუბულურის ბიუროს მხარდაჭერით ჩატარდა.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ლიდერთა ლიგისა და კეთილდღეობის განვითარების ცენტრის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი იყო 10-თვიანი სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას, რომლის დაჯილდოების ცერემონიაც დღეს გაიმართა. ბავშვებმა დააგროვეს ქულები აქტივობების მიხედვით, ყველაზე მაღალი ქულის მქონე ბავშვები დაჯილდოვდნენ ოქროს ხარისხისა და ვერცხლის ხარისის სერთიფიკათებით. ამავდროულად დღესვე დაჯილდოვდნენ “ახალგაზრდული დღეების გორი 2019“ -ის გამარჯვებული ბავშვებიც“, - გვითხრა დიმიტრი გოგიაშვილა.

Read 683 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი