Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019 10:01

ოკუპირებული ცხინვალი: წელს საქართველოს 2 - ჯერ მეტი მოქალაქე დავაკავეთ

Rate this item
(0 votes)

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევები 2 - ჯერ გაიზარდა.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ბრალდებით, 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით, 164 ადამიანი დაკავებული. გასული წლის მონაცემებით კი ე.წ. საზღვრის დარღვევაში 78 ადამიანი დაადანაშაულეს.

"2019მ წლის პირველ ნახევარში, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 2.2 - ჯერ გაიზარდა დანაშაულის რიცხვი. 2019 წლის 24 ივნისის მდგომარეობით, 164 ადამიანი დავაკავეთ საზღვრის დარღვევისთვის, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 78  ადამიანმა დაარღვია საზღვრის გადაკვეთის წესები", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

Read 1294 times