გუბერნიამ "მოზაიკას" სტატიის შემდეგ ვებ-გვერდზე ინფორმაცია განაახლა

მარტი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ "მოზაიკას" სტატიის შემდეგ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია განაახლა. შესწორებული ინფორმაციის მიხედვით, ადმინაიტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნათია ანთელავაა. 

"რადიო "მოზაიკას" ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის: "გუბერნიაში საჯარო ინფორმაციის გაცემა გათავისუფლებულ მოხელეს ეკისრება" - შემდეგ, მხარის ადმინისტრაციამ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაცია განაახლა. (იხ. ფოტო) გუბერნიის სახელით, მადლობას ვუხდი ,,მოზაიკას"  საჯარო უწყების ნაყოფიერი და ოპერატიული მონიტორინგისთვის", - ასე გამოეხმაურა გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ედიშერაშვილი "მოზაიკას" სტატიას. 

1234

 

შეგახსენებთ, რომ "მოზაიკას" მიერ სტატიის გამოქვეყნებისას, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის (shidakartli.gov.ge) მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემა განთავისუფლებულ პირს, იოსებ ოქრომელიძეს ევალებოდა. ოქრომელიძეს გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა 20 თებერვლამდე ეკავა. უწყებამ საკუთარ საიტზე ინფორმაცია საკადრო ცვლილებებიდან 2 კვირის შემდეგ ჩაასწორა.  

 

Read 755 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი