გორის მერი თანამდებობასთან შეუთავსებელ პოზიციაზე ფიქსირდება

მარტი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პარალელურად შპს ,,მარინის“ ხელმძღვანელია, - ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული. წესდების მიხედვით, შპს-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს: 

კოტეს საწარმო

წესდების მიხედვით, გორის მერი შპს ,,მარინის“  40%-იანი წილის მფლობელია. ამავე კომპანიაში ფიქსირდება მისი მეუღლე, გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსი სპეციალისტი ქეთევან ტატიაშვილი, რომელიც  შპს ,,მარინის“ 25%-იან წილს ფლობს.

შპს ,,მარინი“ 1996 წელსაა დაფუძნებული, რომლის ხელმძღვანელად კონსტანტინე თავზარაშვილი მისი ბიოგრაფიის მიხედვით, 1998-2002 წლებში ფიქსირდება, - ამის შესახებ 2016 წლის 18 ივლისს მუნიციპალური გაზეთი ,,გორის მაცნე“ წერდა, თავზარაშვილის ბიოგრაფიის გამოქვეყნებისას. თუმცა საჯარო რეესტრის  ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული თარიღები შეცდომითაა გამოქვეყნებული. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამ დრომდე ფიქსირდება შპს ,,მარინის“  დირექტორად. ამის შესახებ კი მის მიერ შევსებულ არცერთ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

კანონში, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, წერია, რომ საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, რომლის ხელმძღვანელ ორგანოშიც მისი ოჯახის წევრი საქმიანობსასევე განმარტებულია, რომ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი, კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან კონკრეტული დარღვევები ფიქსირდება.

 

Read 3874 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი