გორის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ივლისი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მირიან კლიმიაშვილმა გორის მერიის ზედამხევდელობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, როგორც თავად განმარტავს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მის მოვალეობას ამჟამად მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ნიკუჭაძე ასრულებს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, კლიმიაშვილი ამჟამად კომბინატის დასახლების მე-2 უბანზე მერის წარმომადგენელია.

გასული წლის მონაცემებით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტზე ყოფნისას, კლიმიაშვილა ერთი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 21 590 ლარი მიიღო.

"ჩემი სურვილით წამოვედი დაკავებული თანამდებობიდან. ეს პოზიცია უფრო კომფორტულია ჩემთვის, ხალხთან უფრო ხშირი კომუნიკაცია მაქვს. არანაირი მიზეზი არ ყოფილა, უბრალოდ ჩემ ძველ პოზიციას დავუბრუნდი", - უთხრა რადიო "მოზაიკას" მირიან კლიმიაშვილმა.

Read 864 times Last modified on Last modified on ივლისი 01 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი