Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 02 ივლისი 2019 19:28

დევნილთა ჩასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)

შავშვების, ხურვალეთისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს., - ამ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოები დღეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის მოადგილემ ამირან ქრისტესიაშვილმა დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრნენ.

გუბერნიის ცნობით, შავშვების ჩასახლებაში - სარწყავი სისტემა, ხოლო ვერხვების ჩასახლებაში - საჭიდაო მოედანი ეწყობა. რაც შეეხება ხურვალეთის ჩასახლებას, აქ  საბავშვო გასართობი სკვერის მოწყობაა დაგეგმილი.

გუბერნატორის განმარტებით, თითოეული პროექტი ადგილობრივების მიერაა ინიცირებული და შესაბამისად, მათ საჭიროებებზეა მორგებული.

"დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან, ასევე, ურთიერთვთანამშრომლობთ ქურთის, ერედვისა და თიღვის თემის გამგეობებთან. ჩასახლებებში ცხოვრობენ ბავშვები და ახალგაზრდები, ამიტომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების, სპორტის თუ განათლების მიმართულებებს“, - აღნიშნა რწმუნებულმა.

გუბერნიის ინფორმაციით, მიმდნარე წელს კარალეთისა და ახალსოფლის დევნილთა დასახლებებში გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე, დაგეგმილია ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში ახლადაშენებული კორპუსების მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა.

Read 667 times