ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებმა ერგნეთის საგუშაგო უკომენტაროდ დატოვეს

მარტი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ხვდებოდნენ.

შეეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხს ეხებოდა. ევროკავშირის წარმომადგენელმა ბიბილოვს სთხოვა, რომ ცხედარი ოჯახისთვის გადაეცა ოსურ მხარეს, თუმცა ოსური მედიის ინფორმაციით, დეფაქტო ხელისუფლება არ აპირებს ცხედრის გადაცემას ქართული მხარისთვის ექსპერტიზის დასრულებამდე. ეს პროცესები კი შესაძლოა, ერთი თვე გაგრძელდეს.

ერგნეთიდან ევროპელი დიპლომატები თბილისში გაემგზავრნენ.

Read 1333 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი