Print this page
ოთხშაბათი, 07 მარტი 2018 16:11

გორში ბუნებრივი აირის გარეშე 4 208 აბონენტია დარჩენილი

Rate this item
(0 votes)

გორის რამდენიმე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. პარალიზების მიზეზი ბუნებრივი აირის შეზღუდვაა - დაწესებულებები ერთი დღით გათბობის გარეშე დარჩნენ.

"სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლების ინფორმაციით, გაზის მიწოდება გეგმიური სამუშაოების გამო შეფერხდა. მათივე თქმით, ბუნებრივი აირის გარეშე 4 208 აბონენტია დარჩენილი - მათ შორის არიან სადგურის და ჭალის დასახლების მაცხოვრებლები, ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიასა და კომბინატში მცხოვრებლები. 

ყველა მათგანს ბუნებრივი აირის მიწოდება 6 საათის შემდედ აღუდგებათ.

Read 1609 times