Back to Top
ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 15:13

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ოკუპანტები თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ

Rate this item
(0 votes)

"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ე.წ. მესაზღვრეები თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ", - ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International - ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ასახული.

ანგარიშის მიხედვით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 2008 წელს ოკუპანტებმა 7 ადამიანი დააკავეს, ხოლო 2018 წელს - 100.

კვლევის მიხედვით დაკავების სტატისტიკა ასეთია:

  • 2008 - 7 
  • 2009 - 79;
  • 2010 - 77;
  • 2011 - 140;
  • 2012 - 108;
  • 2013 - 139;
  • 2014 - 142;
  • 2015 - 163;
  • 2016 - 134;
  • 2017 - 126;
  • 2018 - 100;

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში ერთდროულად წარადგინეს თბილისსა და მოსკოვში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ანგარიშს საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებსაც გაუგზავნიან.

Read 627 times