Back to Top
ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 17:57

გორის მერია ვეტერანებს ერთჯერადად დაეხმარება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, - ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ყაჯრიშვილის თქმით, ვისაც ვეტერანის სტატუსი აქვს, ყველა მიიღებს დახმარებას.

"17 ოქტომბერს, ვეტერანის დღეს, გორის მერია დაეხმარება მათ, ვისაც თავისუფლების მებრძოლის და სამამულო ომის ვეტერანის სტატუსი აქვს. ეს იქნება ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით", - ამბობს ზურა ყაჯრიშვილი

Read 327 times