ტურისტული პოტენციალი, რომელიც ტანას ხეობაში არსებობს - ინვესტორებისთვის შექმნილი ვიდეო

ივლისი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბისიის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო - შეიქმნა ვიდეო, რომელიც ბიისის ჩანჩქერის ტურისტულ პოტენციალს 3D ფორმატში ასახავს. ვიდეო პოტენციურ ინვესტორებს უკვე გაუგზავნეს.

2 წუთიან ვიდეოში ვხედავთ, როგორ არის შესაძლებელი ტანას ხეობის განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველ სივრცედ გარდაქმნა.

ტურიზმის განყოფილებას ჩანაფიქრის და ხედვის ვიზუალურ მასალად ქცევაში ოთო გვრიტიშვილი დაეხმარა.

"მე და ოთო გვრიტიშვილმა 3D ფორმატში გავაკეთეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დაახლოებით მონახაზი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ბიისის ჩანჩქერზე და როგორ შეიძლება ტურისტების მოზიდვა. ვიდეო მასალა მივაწოდეთ ინვესტორებს და ვიზუალური მასალით ვეცადეთ დაგვეინტერესებინა ისინი. ახლა მათზეა დამოკიდებული, უნდა გადახედონ დაიანგარიშონ და თუ დაინტერესდებიან, პროექტი განხორციელდება", - უთხრა რადიო "მოზაიკას" რობერტი მაღლაკელიძემ. 

მისივე თქმით, ერთ-ერთი ინვესტორი, რომელთანაც მას პირადი კომუნიკაცი ჰქონდა, "ჯინო ფერედაისის" მფლობელია.

"ბიისის თბილი წყლებიც მინდა, რომ განვითარდეს და დაინტერესდეს ინვესტორი. ამ საკითხზე პირადად მქონდა "ჯინო ფერედაისის" ხელმძღვანელთან შეხვედრა და შევთავაზე ამ წყლებით დაინტერესება. ჩემი დიდი სურვილია ატენის ხეობა მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად იქცეს", - გვითხრა ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა.

Read 1773 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი