გორის სოფელ ქერში მცხოვრებ ფერმერს სეტყვისგან მიღებული ზარალი 13 000 ლარით აუნაზღაურდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაზიანების შესახებ შესულია700-ზე მეტი შეტყობინება და ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი შიდა ქართლის გუბერნიის და სადაზღვევო კომპანია„ალდაგის“ წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსანდრე ვალიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მკვიდრს, ალექსანდრე ვალიშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა სამი ნაკვეთი და გაუნადგურდა მოსავალი.
კომპანია„ალდაგი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 13,609.60 ლარს.