Back to Top
კვირა, 07 ივლისი 2019 11:59

გორმედი: ავარიისას დაშავებული 2 არასრულწლოვანის მდგომარეობა მძიმეა

Rate this item
(0 votes)

რუისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები სამედიცინო ცენტრ "გორმედში" გადაიყვანეს.

მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

"ორი დაშავებული არასრულწლოვანია, ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

რაც შეეხება 16 წლის გოგონას, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული“, - განაცხადა "გორმედისკლინიკურმა დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა.

რუისთან ავარიის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

Read 2453 times