mukilurji640X90

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

მარტი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 მარტს განახლდება.

 

განათლების სამინისტრომ „საზაფხულო არდადეგები“ 2017 წელს შემოიღო. მანამდე, მხოლოდ საზაფხულო და ზამთრის არდადეგები არსებობდა. კალენდრის მიხედვით, წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგების დღეები ასე ნაწილდება.

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერი – 15 იანვარი

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტი -15 მარტი

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისი – 15 სექტემბერი

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს ის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება.

ამასთან დადგენილია, რომ თუ აღნიშნული თარიღები უქმე ან დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

Read 639 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი