ავარიის შედეგად დაშავებული 14 წლის მოზარდი, გორიდან თბილისში გადაიყვანეს
რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან 2 სამედიცინო ცენტრში "გორმედი" რჩება, ერთი კი რეანომობილით რამდენიმე წუთის წინ თბილისში გადაიყვანეს.
"გორმედის" ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მისი დედაქალაქში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
"14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში."-განმარტავენ სამედიცინო ცენტრში.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რუისთან მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, 3 კი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის იყო ორი ბავშვი.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა